უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართა

22 ნოე 2022

აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში მთავრობის ინიციატივით ცვლილებები შედის. საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო იწყებს, რაც გულისხმობს, ფიზიკურ თუ კერძო პირებს, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100 % იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოსგან კანონის ფარგლებში გაცემული ჰქონდათ უძრავი ქონება, გათავისუფლდებიან გადაუხდელი სარგებლობის საფასურისა და დარიცხული პირგასამტეხლოსაგან. ბიუროს სხდომაზე ასევე ისაუბრეს ბიუჯეტის 3 კვარტლის შესრულების შესახებ.