საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა

22 ნოე 2022

მსოფლიო რაგბის ვებ გვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა. „ბორჯღალოსნები“ 75.19 ქულით მე-13 პოზიციაზე არიან, ხოლო მე-12 ადგილზე იტალიის ნაკრებია.

რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ირლანდია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ინგლისი.