საქართველოს პრეზიდენტი რეგიონების კვირეულზე

21 ნოე 2022

,,რეგიონები ორბელიანების სასახლეში"  ,,სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და 3 დღეს გასტანს. კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და  მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე. სამი დღის განმავლობაში ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.