ქართველ მთასვლელებს "ოქროს წერაყინი" გადაეცათ

21 ნოე 2022

საფრანგეთში ქალაქ ბრიანსონში ქართველ მთასვლელებს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო „ოქროს წერაყინი“ გადაეცათ. არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მწვერვალი სარაგრარი დალაშქრეს, რომლის სიმაღლეც 7 300 მეტრია.

"ისტორიაში პირველად, ქართველებმა „ოქროს წერაყინი“ დავიმსახურეთ, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ჯილდოა. სამი ქართველი ვიყავით ამ ექსპედიციაში - გიორგი ტეფნაძე, არჩილ ბადრიაშვილი და ბექარ გელაშვილი. პირადად მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ ჯილდოს როდისმე მივიღებდით. ამ ჯილდოს მიღება მთასვლელების ოცნებაა“, - განაცხადა ბაქარ გელაშვილმა.

ქართველმა ალპინისტებმა მწვერვალის დასალაშქრად უნიკალური მარშრუტი აირჩიეს, რაც საერთაშორისო ჟიურის მხრიდან განსაკუთრებულ მიღწევად შეფასდა.