ტურნირი ცურვაში

20 ნოე 2022

დამსახურებული მწვრთნელების ალექსანდრე ცინცაძისა და  გიორგი კალანდაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა ცურვაში. შეჯიბრებებში სხვადასხვა რეგიონის 12 გუნდი, სულ 147  სპორტსმენი მონაწილეობდა.

ასპარეზობა 2008-2011 წლებში დაბადებულ ვაჟთა და გოგონათა შორის გაიმართა, სხვადასხვა სტილსა და დისტანციაზე. აჭარის ნაკრები ტურნირზე 37 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ორდღიანმა შეჯიბრებამ გამარჯვებულები და პრიზიორები გამოავლინა, რომლებიც მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.