19 ნოე 2022
ჰერალდიკის საბჭოს მიერ ავტონომიური რესპუბლიკების სიმბოლოებსა და ნიმუშებთან დაკავშირებული კონფერენცია გაიმართა ბათუმში. საგამოფენო სივრცეში, კი საქართველოში მოქმედი ყველა სიმბოლო და ჰერალდიკური მასალა გამოიფინა, ასევე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოები და ისტორიული მასალაა თავმოყრილი.
ცნობისთვის აჭარის უმაღლესი საბჭო მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელმაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების სიმბოლოების მართვის ნაწილი უნდა დახვეწოს.