ნინა ბაქრაძის ნამუშევრების გამოფენა

19 ნოე 2022

გამოფენა მუზეუმში.  20-წლიანი პაუზის შემდეგ მხატვარმა ნინა ბაქრაძე  ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 40-მდე ნამუშევარი წარმოადგინა, მუზეუმში მისულ სტუმრებს ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ნაივური მიმდინარეობის ნამუშევრები.

ექსპოზიციის სურვილი ავტორის თქმით ამ ხნის მანძილზე დაგროვებულმა ნამუშევრებმა გაუჩინა , რომლებიც თვლის რომ დამთვალიერებლისთვის საინტერესო იქნება.

გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ძველი, ასევე ახალი ექსპონატები.

ნინა ბაქრაძის ნამუშევრები ფერადოვნებითა  და პოზიტიურობით გამოირჩევა.