მახინჯაურსა და განთიადში გაზის მიწოდება დღის ბოლოს დაიწყება

19 ნოე 2022

მახინჯაურის და განთიადის დასახლებაში მცხოვრებლებს მეორე დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ - ინფორმაციით აბონენტებს გაზის მიწოდება ქსელის ავარიული დაზიანების გამო შეუწყდათ. 

მათივე ინფორმაციით ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას ბუნებრივი აირი საღამოს ექვსი საათის შემდეგ ეტაპობრივად მიეწოდებათ.