ხულოში სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა

18 ნოე 2022

ხულოში, სოფელ ნამონასტრევში თენგიზ გელაძის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. სრულად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეხანძრე-მაშველების დახმარებით მეზობელი სახლის გადარჩენა მოხერხდა, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება.

ხულოს მერიის ინფორმაციით, ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის და ამის შემდეგ გადაწყდება კომპენსირების საკითხი.