პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

18 ნოე 2022

საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტისას "ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" ფარგლებში სემინარი ჩაატარა. ბჰუტო 1977 წელს ოქსფორდის კავშირის პრეზიდენტი იყო და ასევე, პაკისტანის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი. მისი სახელობის ლექციების სერია კი 2019 წელს დაფუძნდა. სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტისას "ოქსფორდის კავშირის" საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.