"რუსთავის აზოტის" საწარმოში სავარაუდოდ, ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა  

18 ნოე 2022

„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში, სავარაუდოდ, ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილას შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი.

მომხდართან დაკავშირებით  შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. 

 

 

 

ფოტო: არქივი.