გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10-მდე ავტომობილი დაზიანდა 

18 ნოე 2022

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ შეუძლოდ გახდა, რის გამოც ავტომობილის მართვის კონტროლი დაკარგა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10-მდე ავტომობილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება.