მეწარმეობის პროგრამა მოზარდებისთვის

17 ნოე 2022

მეწარმეობის პროექტი მოსწავლებისთვის 12-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებს “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ ტრენინგების სპაციალურ კურსს სთავაზობს.

პროგრამა მოიცავს ექსპერტებთან, სტარტაპების ავტორებთან შეხვედრებს, მეწარმეობის შესახებ სემინარებს, ბიზნესიდეების პროექტებად ჩამოყალიბებას და მათ დაფინანსებას. მსურველებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აპლიკაციების გადასაგზავნად 1 დღე რჩებათ.

შერჩეული 15 მონაწილე კი მომდევნო კვირიდან შეიკრიბება. ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება.