ბაკურიანი 2023

16 ნოე 2022

დასკვნით ინსპექტირების მიზნით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები   ბაკურიანში იმყოფებოდნენ, რათა შეეფასებინათ, როგორ ემზადება   საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც თავისუფალი სტილით სრიალში  ჩატარდება. 

ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული განახორციელოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები.  უკვე  აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი და 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა მოეწყო.

დიდველი, კოხტა-მიტარბის არეალში კი აქტიურად მიმდინარეობს 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონჯტაჟი.  სწორედ ეს სამუშაოები შეამოწმა და შეაფასა  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა.