ეუთოსა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში

15 ნოე 2022

პარლამენტში კი ეუთოსა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების შეხვედრები გაიმართება. ევროპელი წარმომადგენლები ფრაქციებისა და პოლიტიკურ ჯგუფების წევრებს შეხვდებიან, ასევე დაგეგმილია აუდიენცია  საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მთავარი განსახილველი საკითხები კი, საარჩევნო კოდექსი და მასში განსახორციელებელი ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არჩევნები 2024 წლიდან ელექტრონული სისტემით უნდა ჩატარდეს.