პარლამენტი მეორე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ შექმნილ კანონპროექტს განიხილავს

15 ნოე 2022

დეოლიგარქიზაციის  შესახებ  კანონპროექტის მოსმენა პარლამენტში გრძელდება. ეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა 12 პუნქტს შორის, რომელმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე უნდა მიგვიყვანოს.

კანონპროექტის ავტორი მმართველი გუნდია და დოკუმენტი უკრაინული მოდელის ანალოგია. სწორედ ამიტომ ოპოზიცია დღემდე აცხადებს, რომ უკრაინული კანონი საქართველოს კონტექსტს საერთოდ არ ითვალისწინებს და მეტიც, ეს კანონი ხელისუფლების ხელში შესაძლოა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გადაიქცევა.