15 ნოე 2022
საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ჩამოვიდა. ეს არის ოლივერ ვარჰეის პირველი ვიზიტი საქართველოში მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.
სწორედ ევროპული დავალებების შესრულებაა მთავარი მიზეზი, რის გამოც უმაღლესი დონის სტუმარი საქართველოში ჩამოვიდა, ამიტომაც მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებსაც ოლივერ ვარჰეი, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერებს.
საკმაოდ დატვირთულია გაფართოვების საკითხებში უმაღლესი კომისრის დღის წესრიგი. იგი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარტიების წარმომადგენლებსაც.