ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

14 ნოე 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.

ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.