ბლინკენი-კულებას შეხვედრა 

13 ნოე 2022

სამხედრო წარმატებების მიღწევას უკრაინა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ახერხებს, ამასთან ქვეყნის პირველი პირები ყოველდღიურად ცდილობენ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდონ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კამბოჯაში მიმდინარე სამიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა.

ენტონი ბლინკენმა დმიტრო  კულებას დაუდასტურა, რომ ამერიკა მზად არის უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმაროს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნება უკრაინელი ხალხის გამბედაობის და მსოფლიოს ქვეყნების მხრიდან გაწეული დახმარების დასტურია.