შოთა არველაძე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო მატჩში ითამაშებს

13 ნოე 2022

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ხვალ, რომში "სტადიო ოლიმპიკოზე", მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად  საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დიეგო მარადონას ხსოვნას ეძღვნება - ინფორმაციას არველაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვარსკვლავთა მატჩში ასევე ითამაშებენ: რონალდინიო, ფრანჩესკო ტოტი, ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, კლაუდიო კანიჯა, რობერ პირესი, მიროსლავ კლოზე და სხვები.

მატჩის ორგანიზატორი იტალიური საქველმოქმედო ორგანიზაცია"ვთამაშობთ მშვიდობისთვის" არის .