"დინამო" ბათუმისა და წყალტუბოს "სამგურალის" მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

12 ნოე 2022

"დინამო" ბათუმისა და წყალტუბოს "სამგურალის" მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
ინფორმაციას "დინამოს" ოფიციალური  გვერდი ავრცელებს.

ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედა დღეს ბათუმში 19:00 საათზე დაიწყება.
ამ დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში ბათუმური გუნდი პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.