აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს მრჩეველთა საბჭო დღეს აირჩევს

11 ნოე 2022

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.

ფარული კენჭისყრა, რომლითაც მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელს აირჩევენ 18 საათისთვისაა ჩანიშნული. მანამდე კი დირექტორობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დღესაც, ამ წუთებშიც გრძელდება. 

მრჩევლები კიდევ ორი კანდიდატის კონცეფციას გაეცნობიან.