გალის ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე მესამე დღეა უკანონო პატიმრობაშია

09 ნოე 2022

გალის ტერიტორიაზე  საქართველოს მოქალაქის  დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.  

ახალგაზრდა ქალი უკვე მესამე დღეა უკანონო პატიმრობაშია.  ოჯახის წევრებმა დაკავების ზუსტი მიზეზი არ იციან.  იგი მაშინ დააკავეს, როდესაც ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.