სოფელ შარაბიძეებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

09 ნოე 2022

ხელვაჩაურში,  სოფელ შარაბიძეებში 1,7 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარს მოაწყობენ სანიაღვრე არხებით, ხელოვნური და დამცავი ნაგებობებით.

სამუშაოები უკვე დაწყებულია და პროექტი დეკემბერში  დასრულდება. ჯამში,  სამუშაოებისთის 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

ინფორმაცია და ვიდეო მასალა ხელვაჩაურის მერიამ მოგვაწოდა.