აჭარის მთავრობა სერგო თურმანიძის ოჯახს მატერიალურ დახმარებას გაუწევს

08 ნოე 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან სერგო თურმანიძეს და მის ოჯახს მატერიალური დახმარება გაეწევა. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ირიცხება და ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში.

მოზარდი და-ძმასთან და დედასთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, "სიკეთის ქალაქის" ვიდეო გავრცელდა, სადაც მოზარდი სოციალურ და მატერიალურ პრობლემებზე საუბრობდა.