მობილიზებულების ახლობლები ღიად ალაპარაკდნენ 

06 ნოე 2022

ლუგანსკის ოლქის სვატოვსკის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა ვორონეჟის რეგიონიდან  მობილიზებული რუსების რაზმი გაანადგურეს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ავრცელებს. რუსული გამოცემა  „ვერსტკას“ ცნობით სავარაუდოდ ლიკვიდირებულია 500-ზე მეტი ოკუპანტი. 

ლუგანსკში დაღუპული მობილიზებულების ახლობლები კი რუსეთში გამოდიან და ღიად ყვებიან, რა პირობებში აიძულებს პუტინი მათ ბრძოლას. 

ოჯახის წევრების ცნობით, მობილიზებულებს ბრძოლის ველზე არც საჭმელი აქვთ და არც სასმელი. ხოლო მათი იარაღები ხელნაკეთია და არა პროფესიონალური.