უფასო გამოკვლევები და მედიკამენტები დევნილებისთვის 

05 ნოე 2022

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და მედიკამენტები გადაეცათ დევნილებს. მიზანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაა.

პროგრამა „აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის„ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.