ბელარუსის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში - პოლიტიკური შეფასებები

03 ნოე 2022

„დასაგმობია ბელარუსი პოლიტიკოსების ჩასვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისასალმებელია ის, რომ ბელარუსი არ ცვლის თავის პოზიციას ოკუპაციის აღიარების თაობაზე“,- ამის შესახებ პარლამენტის  ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბელარუსის საპარლამენტო კრების დელეგაციის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში. 

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ აფხაზეთში ბელარუსის დელეგაციის ჩასვლა იმ უსუსური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს.