შეხვედრა ისრაელის ელჩთან

03 ნოე 2022

საქართველოს პრემიერი ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.  მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კავშირებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.

ყურადღება დაეთმო ტურიზმს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება.