02 ნოე 2022
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნათია კაპანაძის სარჩელი და ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მაუწყებლის ყოფილი დირექტორი მოითხოვდა იმპიჩმენტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში იმავე პოზიციაზე აღდგენას. სამივე კომპონენტში სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.