საქართველოს თასის ფინალში ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "ლოკომოტივი 2" ითამაშებს

02 ნოე 2022

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "ლოკომოტივი 2" გავიდნენ. პირველ ნახევარფინალში "ტორპედომ" "დინამო" თბილისი 2-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ფინალში გასვლა სენსაციურად მოახერხა თბილისის "ლოკომოტივის" დუბლშემადგენლობის გუნდმა. "ლოკომოტივი 2" თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდა.

შეხვედრის ძირითადი დრო და ასევე დამატებითი ტაიმები ფრედ 0-0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი "ლოკომოტივის" მეორე გუნდმა 7-6 გაიმარჯვა და ფინალში ითამაშებს.

ამრიგად 2022 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "ლოკომოტივი 2" ითამაშებს. სატიტულე შეხვედრას კი 7 დეკემბერს ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს.