გაწმენდითი სამუშაოები 

02 ნოე 2022

მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი გზები  იწმინდება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, იწმინდება  ქობულეთი-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზა, ასევე ბერიძეები-ზედა კვირიკე-დაგვას მიმართულება, ქედაში კი  მერისი ნამონასტრევის, ოქტომბერი-კუჭულა-ინაშარიძეების მიმართულებები. 

შუახევში გომარდულის გზა. ასევე ხულოში ძირკვაძეების მიმართულება.  

უწყებაში აცხადებენ, რომ საავტომობილო მოძრაობა ამ ეტაპზე არც ერთი მიმართულებით შეზღუდული არ არის.