300 ათასი ლარი ახალი ნაგავმზიდისთვის   

02 ნოე 2022

ხულოს მერიამ ახალი ნაგავმზიდი  შეიძინა, რომლითაც შესაძლებელი იქნება სოფლებიდან მყარი ნარჩენების გამოტანა. მსგავსი ტექნიკა აქამდე მუნიციპალიტეტს არ ჰყოლია, რის გამოც დასახლებებიდან  ნარჩენების გამოტანა  ფერხდებოდა.

თვითმმართველობამ ტექნიკაში 300 ათას ლარზე მეტი დახარჯა.