მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული სამი პირიდან ერთი არასრულწლოვანია

02 ნოე 2022

მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული სამი პირიდან ერთი არასრულწლოვანია.  გორში   სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.  

როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.