პრემიერის ვიზიტი

01 ნოე 2022

საქართველოს პრემიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს შეხვდა, რომელიც საქართველოში  განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელია. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.