პირველ ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - გარემო

31 ოქტ 2022

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ასევე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინერეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.