რომან დოლიძემ UFC-ში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

30 ოქტ 2022

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ  UFC-ში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე დოლიძე ამერიკელ ფილ ჰოუსს დაუპირისპირდა და  პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 
ქართველმა მეტოქეს მძიმე დარტყმები მიაყენა, ბოლოს კი დაანოკაუტა.

რომან დოლიძემ  საერთო ჯამში კარიერაში  მე-12 ბრძოლა ჩაატარა და მის ანგარიშზე 11 გამარჯვებაა.