ქართველ მსაჯს წლის ბოლომდე საქმიანობა აეკრძალა

29 ოქტ 2022

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილებამ 27 ოქტომბერს გამართული ლიგა 3-ის 25 ტურის მატჩში „მეშახტესა“ და „კოლხეთი 1913“-ს შორის მსაჯთა ბრიგადის მუშაობის შესახებ იმსჯელა.
მსაჯთა დამკვირვებლების გადაწყვეტილებით, არბიტრ თეიმურაზ კალაძეს  საქმიანობა მიმდინარე წლის სეზონის დასრულებამდე აეკრძალა.

"ლიგა 3-ის 25-ე ტურის მატჩში მსაჯთა დამკვირვებლისგან მიღებული დაბალი ნიშნისა და მატჩის განხილვის შემდეგ, მსაჯთა განყოფილების გადაწყვეტილებით, თეიმურაზ კალაძე წლის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია.“ -  განაცხადა მსაჯთა დამკვირვებლების განყოფილების ხელმძღვანელმა  მიხეილ მაზიაშვილმა.

„მეშახტესა“ და „კოლხეთი 1913“-ს გამართულ შეხვედრაში  მთავარმა მსაჯმა თეიმურაზ კაკალაძემ რამდიმე ეპიზოდში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო კი ტყიბულის "მეშახტემ" სოციალურ ქსელში განათავსა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.