დიოკნისის საუკუნოვანი სკოლა

29 ოქტ 2022

დიოკნსისი სკოლას ასი წელი შეუსრულდა. საუკუნის იუბილეზე მშობლიურ სკოლას ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ამ სკოლის ყოფილი მოსწავლეები ესტუმრნენ. 1922 წელს დიოკნისის სკოლაში მხოლოდ დაწყებითი კლასები ფუნქციონირებდა, 8 წლის შმდეგ კი შვიდწლედად გადაკეთდა. უკვე 1949 წლიდან აქ, შესაძლებელი იყო საშუალო განათლების მიღება. სკოლის ხის ნაგებობა კაპიტალურ შენობად 1983-85 წლებში გადაკეთდა. დიოკნისის საჯარო სკოლა 400 მოსწავლეზეა გათლილი, თუმცა მიგრაციის გამო, მოზარდთა რაოდენობა შემცირებულია.