„აჭარული ნაჭრელები“ - გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

29 ოქტ 2022

„აჭარული ნაჭრელები“ ამ სახელწოდებით  ხელოვნების მუზეუმში ზურა შევარდნაძის პროექტის, აჭარული ნაქარგების ფერადოვანი გამოფენა მოეწყო. მუზეუმში ნახავთ ნაქარგების დიდ კოლექციას, ფოლკლორულ მასალას: ,,მონათხრობ ამბებს, ფოტოებსა და ვიდეოკოლექციას“ . პროექტის ფარგლებში  ღორჯომის ხეობის ქალებისთვის მოეწყო ტრადიციული რეწვის სახელოსნო, რომელმაც მათ საშუალება მისცა შეექმნათ ახალი ნივთები.