კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლებს მენტორის სტატუსი მიენიჭათ

28 ოქტ 2022

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლებს მენტორის სტატუსი მიენიჭათ.  თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ლიცეუმის არსებობის მანძილზე ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი მიენიჭა.  6 პედაგოგს  „მენტორის“ დამადასტურებელი სერტიფიკატები და ლიცეუმის მიერ სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ.