მწუხარებას გამოვთქვამ ღირსეული პიროვნების და თანამებრძოლის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო - თორნიკე რიჟვაძე

27 ოქტ 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მწუხარებას გამოვთქვამ ღირსეული პიროვნების, თანამებრძოლის, ქვეყნის პატრიოტის - ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებ ბატონი ირაკლის ოჯახს და საზოგადოებას", - წერს თორნიკე რიჟვაძე. 

დღეს, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია  საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.