საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

26 ოქტ 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დღეს დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.