26 ოქტ 2022
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში დღეს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, ასევე გაიმართება სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისია.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.