დღეს ბასილაშვილი დანილ მედვედევს დაუპირისპირდება

26 ოქტ 2022

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფება, სადაც "ERSTE BANK OPEN"-ში იასპარეზებს. 30 წლის ბასილაშვილი კორტს ერთთვიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება და ვენის ტურნირის პირველ წრეში რუსს დანილ მედვედევს დაუპირისპირდება.

ქართველი ჩოგბურთელი ამ დროისთვის მსოფლიო კლასიფიკაციაში 94-ე ადგილს იკავებს, ხოლო მედვედევი რეიტინგში მეოთხეა. ნიკოლოზ ბასილაშვილის და დანილ მედვედევის დაუპირისპირდება თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.