ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება

25 ოქტ 2022

დასაკარგი დრო არ გვაქვს, განადგურების მასშტაბები შემაძრწუნებელია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ზარალის მოცულობა 350 მილიარდ ევროს შეადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე - საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენცია უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის შესახებ  განაცხადა, რომელსაც ის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად მასპინძლობს.

„ჩვენ შეგვიძლია დავდგეთ უკრაინელების გვერდით და მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ - დახმარება, სწრაფი რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული და კიევის მხარდაჭერა ბლოკს გრძელვადიან სარგებელს მოუტანს.