საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ქედასა და შუახევში

25 ოქტ 2022

ქედა-შუახევს ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურა შეემატა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები ნაკონაღვარის მთაზე და კვესაური-ძველიმთის მიმდებარედ მოეწყო.

საპიკნიკე ინფრასტრუქტურა კოცონისთვის სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს მოიცავს.

მსგავსი საპიკნიკე ზონები გასულ წლებში ჩირუხის მთაზე, ჯვარიმინდროზე, სოფელ კაპნისთავსა და შუამთაზე მოეწყო.