23 ოქტ 2022
საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ოქროს მედლებს გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ) დაეუფლნენ.
ვერცხლის მედალი სოლომონ მანაშვილს (125 კგ) ერგო. ხოლო ბრინჯაოს მედალს მირიან მაისურაძე (92 კგ) დასჯერდა.