ქობულეთის "შუქურამ" მარტვილის "მერანი" გასვლაზე 0-4 დაამარცხა

22 ოქტ 2022

ეროვნული ლიგა ორის 23-ე ტურში ქობულეთის "შუქურამ" გასვლაზე უშუალო კონკურენტი მარტვილის "მერანი" დიდი ანგარიშით 0-4 დაამარცხა.

მე-13 და 37-ე წუთებზე მუსელიანმა გაიტანა და ტაიმი ქობულეთლებმა 0-2 მოიგეს.

მეორე ნახევარში რევაზ გოცირიძის გუნდმა  "მერანს" კიდევ ორი გოლი გაუტანა.

69-ე წუთზე ბაშალეიშვილმა, ხოლო 85-ე წუთზე აფხაზავამ გამოიჩინა თავი.
ამ დროისთვის "შუქურას" 50 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ მარტვილის "მერანს" 13 ქულით უსწრებს.

მომდევნო ტურში ქობულეთის "შუქურა"  30 ოქტომბერს თბილისის "მერანს" უმასპინძლებს.