პოლონეთში ავარიას, სავარაუდოდ, საქართველოს 3 მოქალაქე ემსხვერპლა

22 ოქტ 2022

სავარაუდოდ, სამი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას პოლონეთში. პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას რომ შემთხვევა ქალაქ პოზნანის მახლობლად მოხდა.  

ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა.

პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.